სოფელ კოხტას ახალ სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო

May 23, 2022

ვტორი: სოფიკო ქარცივაძე

დღეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი კოხტას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო. ინფორმაციას სკოლის დირექტორი ნადიმ ხოზრევანიძე გვიდასტურებს. მისივე თქმით, პირველ სასწავლო დღეს სკოლაში 60 მოსწავლე იყო. ​კოხტაში აშენებული სკოლა სრულიად ადაპტირებულია და 90 მოსწავლეზეა გათვლილი.

Სკოლაში 9 საკლასო ოთახი და ერთი ლაბორატორიაა. სკოლა ამჟამად 80-ამდე მოსწავლეს ელოდება.  Სკოლა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა. პროექტის ღირებულება 1 782 350 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ სოფელი კოხტას მოსწავლეების მშობლებმა, მობილობის პროცესის შესაძლო გაჭიანურებისა და სასწავლო პროცესის დროულად დაწყების მოთხოვნით აქცია, წალკის #1 საჯარო სკოლასთან რამდენიმე დღის წინ გამართეს. საკითხში განათლების სამინისტროც ჩაერთო, შედეგად მოსწავლეთა მობილობის პროცესი მშობლების მოთხოვნის შესაბამისად დასრულდა. 

ქალაქ წალკის # I საჯარო სკოლიდან  სოფელ კოხტას სკოლაში დაახლოებით 54 მოსწავლე გადავიდა.