სოფელ სხვილისის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, ახალციხის მერია 50 ათას ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს

September 22, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, ახალციხის მერია 50 ათას ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს, ტენდერიც ამ თანხაზეა გამოცხადებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან  6 კვირის ვადაში უნდა დაანგრიოს არსებული წყლის შემკრები ჭა და მის ადგილზე ახალი ააშენოს. ასევე , დაგეგმილია წყლის გამფილტრავი მოწყობილობის დამონტაჟება.

წინადადებების მიღება მთავრდება30 სექტემბერი – 03 ოქტომბერს იწარმოებს.