სოფელ უდეს სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

October 26, 2020

​ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს N2 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე გვიდასტურებს.

მისივე თქმით, უდეს სკოლაში ვირუსი პედაგოგს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის რეგიონში 12 სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე გადასული.