სტალინის ქუჩა ვალეში – რას ფიქრობს ხალხი

January 20, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“სახელის გადარქმევით პრობლემები არ მოგვარდება” – ასე გამოეხმაურა ახალციხის ქალაქ ვალეში მცხოვრები გულნარა ხითარიშვილი ჩვენ მიერ დასმულ კითხვას, რომელიც შეეხებოდა “სტალინის” სახელობის ცენტრალური ქუჩისთვის სახელის შეცვლას.

ხითარიშვილი ამბობს, რომ სტალინის სახელობის ქუჩა დისკომფორტს არ უქმნის და სახელს თუ შეუცვლიან ამით სხვა პრობლემები არ მოგვარდება.

გულნარა ხითარიშვილი

მოსაზრებები განსხვავებულია. აღნიშნული ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვს ამ ქუჩაზე მცხოვრები, ჯაბა ნათენაძე. ამბობს, რომ რამდენიმე წელია უკვე მიმდინარეობს ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებები ქუჩის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.

ჯაბა ნათენაძე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კი ქუჩაზე საბჭოური სახელის გადარქმევის მიზნით ხელმოწერებს აგროვებს. რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ინიციატივას ახალციხის საკრებულოში წარადგენენ.  

თამუნა უჩიძე

საკრებულოში ამბობენ, რომ მოსახლეობას საკითხი დღის წესრიგში არ დაუყენებია და რამდენიმე წლის წინ სახელის შეცვლის წინააღმდგენიც კი იყვნენ.