ტრეფიკინგში ბრალდებულების მხარდასაჭერი აქცია ნინოწმინდაში

March 17, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ნინოწმინდაში ადგილობრივები ტრეფიკინგში ბრალდებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ და აქციას მართავენ – ინფორმაციას Radio NOR ავრცელებს.(ფოტო: radio nor)

ადგილობრივები დეპუტატთან და სხვა თანამდებობის პირებთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა ადგილზე არავინ დახვდათ.

როგორც ადგილობრივ მედიას, მოქალაქეები ეუბნებიან, პირები 2016 წლიდან იმყოფებიან ნინოწმინდის ერთ-ერთ ფერმაში და ამ ხნის განმავლობაში პრეტენზია არასდროს გამოუთქვამთ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით 2 პირი დააკავა.

ბრალს დაკავებული პირები არ აღიარებენ. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. სასამართლოს განკარგულების მიხედვით ისინი პატიმრობაში რჩებიან. შემდეგი სასამართლო სხდომა 5 მაისს გაიმართება.

გამოძიება სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.