“უნდა დაიხუროს უცხოური სოციალური ქსელები” – მარგარიტა სიმონიანი

March 16, 2021

“კართაგენი უნდა დაინგრეს. უნდა დაიხუროს უცხოური სოციალური ქსელები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომის იარაღია. არავინ უშვებს თავის ქვეყანაში მტრის ტანკებს – ეს არის იდიოტობა, მაგრამ ჩვენ ასეც მოვიქეცით. ჩვენ უნდა განვდევნოთ ისინი. უნდა შევქმნათ ჩვენი კიდევ უფრო მაგარი, კიდევ უფრო ძლიერი ტანკები”, – თქვა მარგარიტა სიმონიანმა, რუსული ტელეარხის RT მთავარმა რედაქტორმა რადიო “Говорит Москва”-ს ეთერში.

სამოქალაქო უფლებები რუსეთში

წაიკითხეთ როგორ იზღუდება სამოქალაქო უფლებები რუსეთში და რის გამო შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში

მან ასეთი განცხადება წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. კითხვა Twitter-ის შენელებასა და მის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა. დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ როსკომნადზორი ერთ თვეში დაბლოკავს Twitter-ს რუსეთის ტერიტორიაზე, თუ სოციალური ქსელი არ წაშლის “აკრძალულ ინფორმაციას”, – წერს TASS დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვადიმ სუბბოტინზე დაყრდნობით.

“ჩვენ მივეცით ერთი თვე და დავაკვირდებით Twitter-ის რეაქციას აკრძალული შინაარსის ამოღებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მოქმედებებიდან გამომდინარე, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დეპარტამენტში ადრე განაცხადეს, რომ “Twitter 2017 წლიდან დღემდე არ შლის კონტენტს, რომელიც არასრულწლოვნებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს,  შეიცავს ბავშვთა პორნოგრაფიას, ასევე ინფორმაციას ნარკოტიკების მოხმარების შესახებ”. 

რედაქციისგან: ეს შეფასება ეკუთვნის როსკომდაზორს და მისი ოფიციალურად დადასტურებული დასკვნა ცალკეული ტვიტების შინაარსთან დაკავშირებით არ არსებობს

რეკომენდირებული სტატიები რუსეთში მიმდინარე პროცესების შესახებ:

А может вы тоже «иностранный агент»?

Евгений Пригожин, известный как «повар Путина», объявлен в розыск

2 февраля Алексею Навальному заменили условный срок на реальный в 2 года и 8 месяцев колонии общего режима

Европейский суд по правам человека призвал Россию немедленно освободить Навального