უპარტიოდ და მეექვსედ დეპუტატობის კანდიდატად – ენზელ მკოიანი კენჭს დამოუკიდებლად იყრის

September 4, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, ენზელ მკოიანი საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. როგორც მკოიანი TOK TV-ს უყვება გადაწყვეტილება მიიღო, რადგან “ხალხს სურდა მისი დეპუტატობა”.

“დიახ, ნამდვილად დავრეგისტრირდი დამოუკიდებელ კანდიდატად. ხალხის თხოვნით და სურვილით გავხდი კანდიდატი. მე 21 წლის განმავლობაში 5-ჯერ ამირჩიეს დეპუტატად იგივე რეგიონში. ასეთი დეპუტატები არ არსებობენ ,რომლებიც ამდენი ხანი არიან დეპუტატები,“– გვითხრა მკოიანმა.

როგორც მკოიანი გვიყვება იგი უკვე მესამედ იყრის კენჭს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

„დამოუკიდებელ კანდიდატად პირველად 1999 წელს ვიყავი, როგორც „დამოუკიდებელი ოპოზიცია“ . შემდეგ 2003 წელს ვიყარე კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად და ეს მესამე ჯერია.“

ენზელ მკოიანი მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ არ დაასახელა კითხვაზე თუ რატომ არ წარადგინა მმართველმა პარტიამ კანდიდატად გვპასუხობს: „თქვენ დაუკავშირდით “ქართულ ოცნებას” და კითხეთ თუ რატიმ არ წარმადგინეს. მე მიზეზი არ ვიცი.“

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ორჯერ საკანონდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, 2016 წლიდან კი „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.

ენზელ მკოიანის სახელს უკავშირდება გახმაურებული ამბები, მათ შორის 21 აგვისტოს მისი ძმის მანქანის აფეთქების ფაქტი. მაშინ დეპუტატმა გვითხრა , რომ მიზეზი მისი მიმართულებით განხორციელებული მუქარები იყო, რომელიც შეასრულეს. მაშინ დეპუტატის ადვოკატი ამბობდა, რომ ენზელ მკოიანი უკმაყოფილო იყო და მიაჩნდა, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიცია გამოძიებას სრულყოფილად , ობიექტურად და სწრაფად ვერ ჩაატარებდა.

მკოიანი გვეუბნება, რომ მუქარები მისი მიმართულებით ახლაც მიმდინარეობს. „ჩემი ძმის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით არაფერი სიახლე არ არის. ჯერ ჯერობით გამოძიება მიმდინარეობს. როცა ჩემი ძმის მანქანა ააფეთქეს ფიქრობდნენ რომ მეც ვიყავი მანქანაში. ახლაც მირეკავენ და მემუქრებიან.”

ასევე ,მის სახელს უკავშირდება ახალქალაქში რამდენიმე თვის წინ მომხდარი რეზონანსული ინციდენტი, რომლის დროსაც ის იარაღმომარჯვებული ახალქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდა.

Leave a Reply