უფასო სამედიცინო გამოკვლევა წალკის ბაღების პედაგოგებისთვის -სად და როდის შეეძლებათ მათ პროგრამით სარგებლობა

August 12, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ფოტო: ქვემო ქართლის ადმინისტრაცია

წალკის მუნიციპალიტეტში 17 აგვისტოს ბაღის პედაგოგებისთვის  უფასო გამოკვლევები ჩატარდება. 

წალკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ მომსახურებით სარგებლობა 14 საათზე,  რუსთავში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში შეეძლებათ. აღნიშნული საავადმყოფოს მისამართია წმინდა ნინოს ქუჩა,  #3 .

 ქვემო ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უფასო სამედიცინო გამოკვლევა წალკის ბაღების  ყველა პედაგოგს შეეძლება. როგორც წალკის მერიაში გვითხრეს, ამ ეტაპზე 7 პედაგოგია მსურველი. ისინი ადგილზე გაივლიან რეგისტრაციას.

აღნიშნული პროგრამა  ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.