“უჰაერობა მჭირდა და 4 დღე სასწრაფოს ველოდე” – გამოჯანმრთელებული

November 19, 2020

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

რამდენად გამართულად და ოპერატიულად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახალციხეში და რა შემთვევაში მიაკითხავენ ისინი პაციენტებს? საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვეუბნებიან, რომ პრიორიტეტებს ადგენენ და შემდგომ იღებენ ზომებს. რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს პრიორიტეტების დადგენა და მომსახურება? ეს კითხვა ჩვენ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს დავუსვით.

ახალციხელ ნინო ლომიძეს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კოვიდ19-ის ტესტის პასუხს 3 დღე ელოდა. ასევე სამი დღის ლოდინის შემდეგ დაუკავშირდა ოჯახის ექიმი, ხოლო სასწრაფო ოთხი დღიანი მცდელობის შემდეგ მივიდა.

რამდენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს ახალციხეში და რატომ არ მიდის, ან აგვიანებს სასწრაფო პაციენტებთან? რა შემთხვევაში მიაკითხავენ ისინი პაციენტებს ? საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვეუბნებიან, რომ სამი ბრიგადაა მობილიზებული, ხოლო დანარჩენ კითხვებზე უწყებაში ვიდეო კომენტარი არ გაგვიკეთეს და მოგვწერეს:

რაც შეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, ერთ-ერთი მათგანი, ვინც ვირუსი დაამარცხა გვიყვება, რომ კვირების განმვალობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება სურდა, თუმცა რეგიონში მისი შეძენა ვერ შეძლო. ამ პერიოდში კი კორონავირუსით დაინფიცირდა.