ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

February 25, 2020

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ105 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო, უღელტეხილი დღეს, 25 თებერვალს დილით დაიკეტა. დეპარტამენტის განმარტებით უცნობია როდის მოხდება გზის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Leave a Reply