ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა ისევ აიკრძალა, ქარბუქის გამო გაწმენდა ვერ ხერხდება

January 18, 2022

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94- 110 კილომეტრიან მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, გზის დანარჩენ ნაწილზე მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ ძლიერი ქარის გამო, ამ დროისთვის ფარავნის უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. პროცესი ქარის დასრულების შემდეგ დაიწყება.