ქართულად ამღერებული ნორვეგიული ანსამბლი

October 7, 2019

მრავალჟამიერ, შენ ხარ ვენახი და სხვა ქართული ხალხური სიმღერები ნორვეგიულმა ანსამბლმა დღეს, რაბათის ციხეზე შეასრულა.

„გუნდმა თვითონ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა და კონცერტის გამართვა, მუსიკალურ სკოლასთან და სხვა ანსამბლებთან ერთად. დღევანდელი დღე ძალიან სასიამოვნო იყო.“ ჩვენთან საუბრისას განაცხადა კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სვენ ვოგენმა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, რადგან ასეთი მაღალი დონის მომღერლებთან ერთად შევასრულე მრავალჟმიერ.“ – კონცერტის მონაწილე ახალციხიდან.

ასევე, კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლომსია“ და ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდი, რომლებმაც ეროვნული ცეკვები და ხალხური სიმღერები შეასრულეს.

დღეს 10 ოქტომბერს რაბათის ციხეზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის ანსამბლ ,,კურიგეო&quot”-ის და ადგილობრივი ანსამბლების მიერ ჩატარებული ღონისძიების მიზანი ნორვეგიული და ქართული კულტურის გაცვლა იყო. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Leave a Reply