შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების ნორმების განმტკიცება, ჰიბრიდული ომი, კიბერ შეტევები და NATO-ს როლი – ონლაინ დისკუსია

April 20, 2021

ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების ნორმების განმტკიცება – საკითხებზე დღეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 72-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი პანელურ დისკუსიაზე იმსჯელეს. ონლაინ შეხვედრისას განიხილეს ნატოში  საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები და ალიანსის ხედვა 2030 წლისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია უფრო მეტად გამყარდეს კავშირები ნატოსთან და ევროკავშირთან, რათა თავიდან ავირიდოთ ჰიბრიდული ომი, კიბერ შეტევები და სხვა პრობლემები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს.

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.

__________________________________________________

პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.