შეზღუდული გადაადგილება შიდა საქალაქო ტრანსპორტით პანდემიის ფონზე

November 6, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

მთელი კვირის განმავლობაში ახალციხის შიდა საქალაქო ტრანსპორტი შეზღუდულად მუშაობს. “რამდენიმეჯერ დამჭირდა საქალაქო ტრანსპორტის გამოყენება, თუმცა ყოველ ნახევარ საათში რომ უნდა მოსულიყო არ მოვიდა. როგორც მერე დავინახე მხოლოდ 1 საათში ერთხელ დადის,” – გვეუბნება ადგილობრივი, სოფო კრაველიძე.

თუ ადრე საქალაქო ტრანსპორტი ყოველ ნახევარ საათში მოძრაობა ამ კვირაში იგი რეისებს ტოვებს. მიზეზის გასარკვევად ჩვენ ახალციხის ავტოსადგურის, შ.პ.ს “ჯეოტივის” დირექტორს ნუგზარ მამუკაშვილს დავუკავშირდით. მან ინფორმაცია დაგვიდასტურა და განმარტა.

“ერთ-ერთი “მარშუტკა” გაფუჭებული გვყავდა და ორშაბათიდან ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს,” – გვითხრა მამუკაშვილმა.