შეიარაღებული მკოიანი – „ქართული ოცნების“ დეპუტატს გავრცელებული ვიდეოს კომენტირება არ სურს

July 20, 2020

„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების დასახელებამდე ერთი დღით ადრე ნინოწმინდა-ახალქალაქის დეპუტატის, ენზელ მკოიანის და ყოფილი დეპუტატის, სამველ პერტოსიანის გარემოცვას შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა. „ახალქალაქი ნიუსის“ მიერ გავრცელებული ვიდეოს თანახმად ჩანს თუ როგორ გარბის შეიარაღებული დეპუტატი.

დამიზნებული იარაღით ხელში დეპუტატს, პოლიცია აკავებს, თუმცა მკოიანი პოლიციელს იგერიებს. კადრებში ასევე ასახულია მუქარის შემცველი მოძრაობები მოწინააღმდეგის მიმართულებით.

ვიდეოსთან დაკავშირებით ჩვენ ვეცადეთ  დეპუტატ მკოიანთან დაკავშირება, თუმცა მან არ გვიპასუხა. ინციდენტთან დაკავშირებით.31 მარტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მკოიანი ამბობდა, რომ იარაღი ჰაერში გაფრთხილების მიზნით გაისროლა.

ჩვენ დაპირისპირების მონაწილე მეორე მხარეს, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, სამველ პეტროსიანის ადვოკატსაც დავუკავშირდით, მან გვითხრა:

„ჩვენ იმ მტკიცებულებებს, რაც საქმეშია გავხდით სადაოდ, რადგან ის პოზიცია , რაც გამოძიებამ დაიჭირა ჩვენთვის  ყოვლად მიუღებელია.  ვფიქრობ , რომ განაჩენი ობიექტური უნდა იყოს და პეტროსიანს წარდგენილი ბრალდება უნდა მოეხსნას და სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრეს არა ერთ პირზე,“ – ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, პეტროსიანებზე მოხდა თავდასხმა და დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო.

დაპირისპირება ახალქალაქის ყოფილ და მოქმედ დეპუტატებს და მის გარემოცვას შორის 26 მარტს მოხდა, რის შემდეგაც ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი ახალციხის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

შსს-მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენლი ძალადობსა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღძრა, რის საფუძველზეც ენზელ მკოიანის ძმის შვილს და სამველ პეტროსიანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. თუმცა რამდენიმე თვეში მათ საპატიმრო გირაოთი დატოვეს.

წინასასამართლო პროცესი 28 ივლისს არის ჩანიშნული, რომელიც დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply