შეიძლება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაწესდეს – მთავრობა

November 5, 2020

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს, – ამის შესახებ საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, შეზღუდვები შეიძლება შეეხოს, როგორც საღამოს საათებში გადაადგილებას, ისე, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე კონკრეტულ დღეს გადაადგილებას. ასევე, განიხილება სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება.