“შვიდ კაციანი ჯგუფი იყო, მათგან 5 ისროდა” – აბასთუმანში მომხდარი მკვლელობიდან 1 თვის თავზე დამნაშავე იდენტიფიცირებული არ ყავთ

May 31, 2021

აბასთუმანში, შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მომხდარი მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ამის მიუხედავად მკვლელობაში ბრალდებული ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ და დამატებით კითხვებზე შაბლონურ პასუხს გვცემენ: “მიმდინარეობს გამოძიება.”

შსს არა, მაგრამ ახალ დეტალებზე საუბრობს გარდაცვლილი მამაკაცის პარტნიორი, ლეა დედიაშვილი. იგი TOK TV-სათან განმარტავს, რომ მკვლელობის დღეს გარდაცვლის და თანამშრომლებს არა 1 არამედ შვიდ კაციანი პირთა ჯგუფი დაესხა თავს.

დედაიშვილის თქმით, გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს.

“შვიდ კაციანი ჯგუფი იყო, მათგან 5 ისროდა. იდენტიფიცირებულიც არ ყავთ… ცოტა ხანიც დაველოდები და შემდგომ რაღაც ზომებს უნდა მივმართო, კონკრეტულად რა ზომებს ჯერ არ ვიცი,” – გვითხრა დედიაშვილმა.

აბასთუმანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს აბასთუმანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლულია  1 ადამიანი, ერთი კი დაიჭრა.