შიდა საქალაქო ტრანსპორტის საფასური გაორმაგდა – ახალციხე

April 28, 2022

ახალციხეში, შიდა საქალაქო ტრანსპორტის ღირებულება გაორმაგდა. თუ აქამდე ქალაქში მოძრაობისთვის მოქალაქე 20 თეთრს იხდიდა, ახლა 40 უნდა გადაიხადოს.

გაძვირების მიზეზად შპს “ჯეო ტივში” საწვავის ფასის მატებას ასახელებენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შიდა საქალაქო ტრანსპორტის საფასურის 50 %-ს ასუბსიდირებს. როგორც მერიაში გვეუბნებიან, ახლა მათ 0,40 თეთრის გადახდა უწევთ, რადგან სრული საფასური 0,80 თეთრია.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, მგზავრობის საფასურის სუბსიდირებისთვის, წლის განმავლობაში 44 ათასი ლარია გათვალისწინებული.