ჩართვა ვუჰანიდან – ჩინეთის მუნიციპალიტეტიდან, სადაც კორონავირუსი პირველად გავრცელდა {VIDEO}

January 20, 2020

ქართველმა რესპონდენტმა, რომელმაც არ ისურვა იდენტიფიცრება და ამის გამო მისი ხმა შეცვლილია, ვუჰანის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე TOK TV-ს უამბო.

ჩინეთი ადასტურებს ახალი კორონავირუსის გადაცემას ადამიანიდან ადამიანზე.

მძიმე რესპირატორული კორონავირუსი, რომელმაც ჩინეთში რამდენიმე ადამიანი უკვე იმსხვერპლა, ჯანდაცვის წარმომადგენლების განმარტებით, პირველად ჩინეთში, ვუჰანის მხარეში დეკემბერში დაფიქსირდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და მეცნიერები ამ დრომდე იკვლევენ, თუ რა გახდა ვირუსის, რომელიც ფილტვების მძიმე დაავადებას იწვევს, გავრცელების ძირითადი წყარო.

საერთაორისო მედია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჩინეთი ვისურის გავრცელების მასშტაბს მალავს, ასევე სოციალურ ქსელში საუბრობენ კორონავისურის შესახებ ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებულ ცენზურაზე. სხვა ქვეყნები სადაც ადამიანებში ვირუსი ასევე აღმოაჩიენეს იაპონია და ტაივანია. გამკაცრებულია კონტროლი აეროპორტებში.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის(NCDC) ხელმძღვაბელის თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების მხოლოდ თეორიული შანსია. მისივე განმარტებით, საქართველოს ჩინეთის ამ პროვინციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ აქვს,თუმცა საქართველო მაინც მუშაობს გეგმაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით.

Leave a Reply