“ჩემს საკუთრებას არ მიბრუნებენ” – გოდერძი კუბლაშვილი

April 21, 2021

“თავისუფალი საქართველოს” და “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატობის კანდიდატი სხვადასხვა წლებში, გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ მას ე.წ მანქანის მისაბმელი კორპუსი მოპარეს, რაზეც დაიწყო გამოძიება და ნივთიც იპოვეს. მისივე ინფორმაციით, მოპარული ნივთი სასამართლოს გადაწყვეტილებით კუბლაშვილს დაუბრუნდა, თუმცა ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ ხერხდება, რის გამოც იგი ჩივის და მოითხოვს თანამდებობის პირების გათავისუფლებას.

კუბლაშვილის თქმით, მან უკვე მისწერა სახალხო დამცველის აპარატს და აპირებს პრემიერ მინისტრთან დაკავშირებასაც.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით და იმის გასარკვევად თუ რატომ არ გადასცეს პირს კუთვნილი ნივთი, საქართველოს პროკურატურას დავუკავშირდით. უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ველოდებით.