„ჩემ პრინციპებს ემთხვევა პარტიის პროგრამა“ – გოდერძი კუბლაშვილი

August 21, 2020

სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „თავისუფალი საქართველოდან“, გოდერძი კუბლაშვილი განიხილება,– ინფორმაციას გვიდასტურებს თავად კუბლაშვილიც და ამბობს, რომ პარტიის სახელით მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

„მე ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ოფიციალურად რამდენიმე დღეში წარმადგენენ. ჩემ პრინციპებს ემთხვევა პარტიის პროგრამა. დინების საწინააღმდეგოდ მივდივართ.”

ჩვენ პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს, თენგიზ ომანიძეს დავუკავშირდით. იგი გვეუბნება, რომ კუბლაშვილი ნამდვილად განიხილება სამცხის დეპუტატობის კანდიდატად.

„განხილვაში არის ეს საკითხი, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება გოდერძი კუბლაშვილი. რამდენიმე დღეში უკვე ცნობილიც გახდება ვინ წარადგენს ჩვენ პარტიას არამარტო სამცხეში, არამედ მთელ საქართველოში,“ – გვითხრა ომანიძემ.

გოდერძი კუბლაშვილი 2016 წელს ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან იყო წარდგენილი, თუმცა იგი წარდგენიდან მალევე სხვა კანდიდატით ჩაანაცვლეს. ამავე წელს მან არჩევნებში მონაწილეობა „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ სახელით მიიღო.

პარტიას „თავისუფალი საქართველო“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ოფისი მხოლოდ ახალქალაქში აქვთ. ომანიძეს თქმით, ოფისი ახალი გახსნილია და შემდეგ კვირას ოფიციალურად ამოქმედდება.

ამ დროისთვის სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ ორ პარტიას, ენმ-ს და „ქართულ ოცნებას“ ჰყავს წარდგენილი.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply