“ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო” – საპატრიარქო ახალქალაქის მიტროპოლიტის მოსკოვში ვიზიტის შესახებ

November 20, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

რა მიზეზით იმყოფებოდა  ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში და იცოდნენ თუ არა ამის შესახებ საპატრიარქოში? ამის გარკვევას TOK TV მას შემდეგ ცდილობდა, რაც მიტროპოლიტის ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

სამდღიანი მცდელობის შემდეგ გავარკვიეთ, რომ  მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს რუსეთში ვიზიტის შესახებ საპატრიარქოსთვის წინასწარ არ უცნობებია. საპატრიარქოში გვეუბნებიან, რომ ეს მათთვისაც “მოულოდნელი იყო”.

მამა მიქაელი

როგორც საპატრიარქოში გვეუბნებიან, მიტროპოლიტი ნიკოლოზი დღეს ბრუნდება საქართველოში. 

შეგახსნებთ, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში იმყოფება.  

”ვერავინ და ვერაფერი ვერ გაანადგურებდა ჩვენ(რუსეთის დასაქართველოს) ერთობას,” — ეს ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მღვდელმა ნიკოლაი ბალაშოვმა Facebook-ზე დაწერა.