ძარცვის მცდელობა ახალციხეში – შსს

December 21, 2020

ავტორი: ინგა ირიციანი – 577681889

ახალციხეში, ცენტრალურ პარკთან, კეცხოველის ქუჩის მიმდებარედ ერთ–ერთ მაღაზიასთან პოლიციაა მობილიზებული. დაკავებულია ერთი პიროვნება, რომელიც სამართალდამცველების ცნობით,  ახალციხის ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა.

თვითმხილველების ცნობით, 35 წლამდე მამაკაცი მაღაზიაში ძარცვის მიზნით შეიჭრა, თუმცა მალევე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით ძარცვას გულისხმობს.