წალკის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების თანამშრომლობა დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბთან-რას ითვალისწინებს მემორანდუმი

August 11, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ფოტო: საფეხბურთო კლუბი “ეძანი”

წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საფეხბურთო გუნდების მწვრთნელთა გადამზადება, სპორტული ინვენტარის უზრუნველყოფა, ტურნირებისა და ჩემპიონატების ჩატარება-ამას ითვალისწინებს  მემორანდუმი, რომელიც  დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა.

ასევე , წალკაში, დმანისსა და თეთრიწყაროში  დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა დაფუძნდება,  6-დან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდებისთვის.

წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ემზარ გელოვანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მემორანდუმის ფარგლებში ახალი პროექტები სექტემბრიდან განხორციელდება, რაც წალკაში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.