წალკის მერია სეტყვის ზარალს დაითვლის, მაგრამ ფერმერებს ზიანს ვერ აუნაზღაურებს

June 24, 2022

ავტორი: საიდა მამედოვა, მირანდა ფუტკარაია

რა ზარალა მოუტანა წალკას სეტყვამ ? საკითხს მერია სწავლობს. აღნიშნულის შესახებ უწყებიდან მიღებულ ოფიციალურ პასუხში ვკითხულობთ. მერიაში ასევე განმარატავენ, რომ წალკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ივნისში ინტენსიური წვიმებისა და სეტყვის შედეგად სოფლებში დაფიქსირდა წყალმოვარდნები, რამაც საგზაო ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

მერიაში ამბობენ, რომ  დაბა თრიალეთის შემთხვევაში მერიის შესაბამისი სამსახურების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა, დაზიანებულია მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში არსებული ნათესები,”რისი ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო კოპანიების პრეროგატივაა”. 

რაც შეეხება სხვა სოფელში არსებულ მდგომარეობას, წალკის მერიის ცნობით, რამდენიმე სოფელში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ამჟამად შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და შეფასება.

წალკაში რამდენიმე დღის წინ დაისეტყვა სავარგულები. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი შემოსავლის და საკვების გარეშე დარჩნენ. აგრო დაზღვევით კი, სოფელში არავინ სარგებლობს. თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს http://toktv.ge/.