“წინასწარ გამოკვლევები ჩატარებული ჰქონდა” – კლინიკა “იმედის” მენეჯერი

March 18, 2021

ახალციხიდან რეანომობილით გადაყვანილი ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. 27 წლის მედიკოსი დღეს ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. მოგვიანებით მან გონება დაკარგა, თუმცა კავშირი ვაქციანაციასა და მომხდარს შორის ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

კლინიკა “იმედის” მენეჯერი, მზია კაკოშვილი გვეუბნება, რომ პირს ვაქცინამდე წინასწარ ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა.

მთელი დღის განავლობაში კლინიკასთან ხმაური იყო. ახალგაზრდა ექთნის ოჯახის წევრები სამედიცინო დაწესებულებაში შესვლას ითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. დაზიანებულია შენობის ფანჯრები.

მომხდარიდან მალევე შემთხვევას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, დაწყებულია მოკვლევა რეგულირების სააგენტოს მიერ და ჯერჯერობით მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე საუბარი არ შეიძლება. ავადმყოფის მდგმარეობა ძალიან საყურადღებოა. 

ამირან გამყრელიძის ცნობით, გაიმართება იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოცემულ შემთხვევას და მასზე რეაგირებას განიხილავენ. სხდომაზე ასევე განიხილება გაგრძელდება თუ არა ასტრაზენეკათი ვაქცინაცია.

ახალციხეში კოვიდვაქცინაცია იმედის კლინიკაში მიმდინარეობს, უკვე აცრილია 16 ექიმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ფაიზერით ვაქცინაციით ამ დრომდე მსოფლიოში დაუყოვნებლივი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

საქართველოში ასტრაზენეკათი  ვაქცინა 15 მარტს დაიწყო.