ხანძარი ადიგენში – განახლებადი

May 16, 2021

განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს. დამწვარია ტყის მასივი და ბუჩქები.

_______________

ადიგენის მუნიციპალიტეტში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ტყის ზედა საფარს უკიდია. 

მათივე ინფორმაციით 4 სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მიდის ადგილზე. დაშავებული არავინაა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ტყეში კვამლი ადგილობრივებმა დაახლოებით 12:00 საათისთვის შენიშნეს.

თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გვერდს toktv.ge სადაც ინფორმაცია განახლდება

შორი ხედით გადაღებული ფოტო/ვიდეო

ფოტო/ვიდეო: ლინდა მარკოიძე