ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 5 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

June 8, 2021

ბორჯომის და ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ნაძვისა და ფიჭვის სახეობის – ჯამში – 11,5 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“ადიგენის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 3.8 კუბურ მეტრამდე სოჭის სახეობის საშეშე მერქანი. მძღოლმა წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ხე-ტყე არ იყო მოპოვებული დოკუმენტში მითითებულ სატყეო უბნის კვარტალში,” – ნათქვამია განცხადებაში. 

დეტალების გასარკვევად ჩვენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.