ხვალიდან სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და დაწესებული სანქციები მოიხსნება

May 4, 2021

ხვალიდან სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და დაწესებული სანქციები მოიხსნება. მოქალაქეები შეძლებენ ახლობლების საფლავზე გასვლას და ტრადიციის შესრულებას.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მართლმადიდებლურ აღდგომას, 2-4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა აკრძალული იყო, დარღვევის შემთხვევას კი ჯარიმა 2 000 ლარით იყო განსაზღვრული.

აღნიშნულის გამო საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სამართალდამცავები სასაფლაოებს აკონტროლებდნენ, მათ შორის ახალციხეშიც.