ჯავახეთში დიდთოვლობის გამო ტრანსპორტირების შეზღუდვები დაწესდა

February 17, 2021

​ინტენსიური თოვის, ქარბუქის და ცუდი მხედველობის გამო ახალქალაქი-კარწახის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსის მოძრაობა აკრძალულია, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სინოპტიკოსების ვარაუდით, სამცხე-ჯავახეთში მომდევნო დღეებში თოვლი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.