ჯავახეთში “ევროპულმა საქართველომ” დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა

August 3, 2020

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ნინოწმინდა -ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად – არსენ კარაპეტიანი წარადგინა.

არსენ კარაპეტიანს 2017-19 წლებში “ევროპული საქართველოსთვის” 7 185 ლარი აქვს შეწირული. ხოლო 2016 წელს იგივე თანამდებობაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან იყრიდა კენჭს.

ასევე იგი 2007-12 წლებში ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე.

მის სახელს უკავშირდება კომპანია „საქართველოს, ახალქალაქის რაიონი, სოფ. ბავრას დემოკრატიული მართვის განვითარების ფონდი“, სადაც გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.

„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს 3 აგვისტოს, 16 საარჩევნო ოლქში წარადგინა.

ავტორი: მიშო დარბაიძე.

Leave a Reply