“ჯერ კიდევ არის ცეცხლის პატარა კერები, მაგრამ ებრძვიან,” – ადგილობრივები გალში ხანძრის შესახებ

January 6, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 

მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონში ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი ჩააქრეს ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ “ხანძრის კერები ჯერ კიდევ არის.”

“ჯერ კიდევ არის ცეცხლის პატარა კერები, მაგრამ ებრძვიან,” – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაში სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გალის 50-მდე მეხანძრის რვა დანაყოფი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ გალში ხანძარი 4 იანვრის ღამეს გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ის სწრაფად გავრცელდა. ცეცხლის კერები რამდენიმე სოფელში იყო.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დახმარების მზაობის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთეს. ამის შესახებ ეცნობა დე ფაქტო მთავრობასაც.