“Ტექნიკა ახალაც იქ დგას, მაგრამ გაწმენდას ვერ ასწრებს” – Ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია​

March 20, 2022

​საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზები ჩაიკეტა, მათ შორის წალკის მუნიციპალიტეტშიც. Ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ გზების გაწმენდა ვერ ხერხდება. მიზეზი ქარბუქია, რის გამოც, უწყების განმარტებით, ტექნიკა ვერ მუშაობს. “Ტექნიკა ახალაც იქ დგას, მაგრამ გაწმენდას ვერ ასწრებს. რამდენიმე წუთის წინ გაწმენდილი გზა ისევ იკეტება, რადგან ქარბუქია,” -გვეუბნებიან სამხარეო ადმინისტრაციაში. Გართულებულ გაადგილებასა და ჩაკეტილ გზებზე საუბრობს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობაც.

Მათი თქმით, რადენიმე სოფელთან მისასვლელი გზა სრულად ჩაკეტილია.  წალკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი გზები ისევ ჩაკეტილია. მიზეზად აქაც ქარბუქს ასახელებენ.

მერიაში ამბობენ, რომ სამაშველო ტექნიკა სრულად მობილიზებულია და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე მუშაობას აგრძელებს. ​რაც შეეხება ენერგო მიწოდებას, მერიის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ამ მხრივ პრობლემა არ დაფიქსირებულა.