რატომ ვერ იცვლება ვალეში სტალინის ქუჩის დასახელება?

January 15, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

რატომ ვერ იცვლება ვალეში სტალინის ქუჩის დასახელება, მოქალაქეთა ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად? ჩვენი რედაქცია ესაუბრა აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ პირს, ჯაბა ნათენაძეს. ის ქალაქ ვალეში სტალინის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს, გვეუბნება, რომ რამდენიმე წელია უკვე მიმდინარეობს ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებები ქუჩის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.

ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილს ქუჩაზე სახელის შეცვლა უნდა, ნაწილს – არა. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ მოსახლეობა თავს არიდებს საბუთების გადასწორებას და ახალი მისამართის ჩაწერის პროცედურებს.

ქუჩის სახელის შეცვლის ინიციატივით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელმოწერებს აგროვებს. რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე გვეუბნება, რომ ინიციატივას ახალციხის საკრებულოში წარადგენენ.

საკრებულოში კი ამბობენ, რომ მოსახლეობას საკითხი დღის წესრიგში არ დაუყენებია და რამდენიმე წლის წინ სახელის შეცვლის წინააღმდგენიც კი იყვნენ.

საბჭოთა პროპაგანდისტული ფოტო