“ესენი სახლშიც კი არ უნდა შეუშვა” – მეუფე სპირიდონი ომბუდსმენზე

April 17, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“ესენი ოფიციალურად ითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინებას და მაგ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ოჯახში შეშვება არ შეიძლება,” – ასე გამოეხმაურა მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის აპარატი ნინოწმინდის საბავშვო პანსიონატში მონიტორინგისთვის არ შეუშვეს.

მეუფე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასევე საუბრობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები უპრობლემოდ შედიან ბავშვთა პანსიონატში.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მათი წარმომადგენლები ბავშვთა პანსიონატში არ შეუშვეს. ასევე, განცხადებაში საუბარი იყო ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებზე.

ჩვენ ინფორმაციის მოწოდებას უკვე მეორე დღეა ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროსგან. თვალი ადევნეთ ჩვენ ვებ გვერდს toktv.ge, სადაც ინფორმაცია განახლდება.