100 000 ლარი ახალქალაქის ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად

December 7, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია თოვლისგან ქუჩების გასაწმენდი მომსახურეობისთვის ტენდერს 100 000 ლარზე აცხადებს. ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული.

სატენდერო დოკუმენტის თანახმად პრეტედენტს, რომელიც კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ ხუთი სპეციალური თოვლის გასაწმენდი ავტომანქანა უნდა ჰყავდეს.

სატენდერო დავალება ასეთია: “მუნიციპალიტეტის სოფლის გზების თოვლისგან გაწმენდა, სოფლები: ბავრა-დილისკა-დავნია-ორჯა-აზავრეთი-ალათუმანი-ხანდო გზებზე და ქალაქში ქვიშა-მარილის ნარევის ჩაყრა, ქალაქსა და სოფლებში.”

ტენდერი დღეს გამოცხადდა და განცხადების მიღება შესაძლებელია 13-დან 15 დეკემბრამდე.