ვინ გაწმენდს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გზებს?

December 21, 2021

ახალქალაქის მერია, მუნიციპალიტეტის ქუჩების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოების შესასრულებლად 100 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა უშედეგოდ. ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და ორჯერვე ჩაიშალა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ვკითხულობთ, ტენდერებში მონაწილეობა არავის მიუღია. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები 2022 წლის 01 იავნრიდან წლის ბოლომდე უნდა განეხორციელებინა, ამისთვის კი მერია 100 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავდა. 

ორჯერ გამოცხადებული და არ შემდგარი ტენდერის ფონზე, ვინ გაწმენდს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გზებს? კითხვით ჩვენ ახალქალაქის მერთან, მელქონ მაკარიანთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა.