ახალციხეში ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკა “ევექსშია” შესაძლებელი თუმცა იქ ვაქცინა ჯერ არ აქვთ

April 14, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში კოვიდვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ კლინიკა “ევექსში”, თუმცა იქ ვაქცინის არცერთი დოზა არ აქვთ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება კიდევ ერთ  მუნიციპალიტეტში ახალქალაქის კლინიკაშია შესაძლებელი, თუმცა ამ დრომდე რეგიონში კორონავირუსის ვაქცინის მხოლოდ 1 ამპულაა.

ახალციხეში კლინიკა “ევექსში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შეუტანიათ და ამ დრომდე უცნობია როდის და რომელ ვაქცინას შეიტანენ. ინფორმაციას გვიდასტურებს კლინიკის დირექტორი, რევაზ კუჭუხიძე.

ვაქცინის მხოლოდ 1 ამპულა არის ახალქალაქის კლინიკაში, თუმცა აცრის მსურველი თითქმის ერთი თვეა არ მოიძებნა. დანარჩენი მუნიციპალიტეტებიდან ვაქცინა გაიტანეს, პროტოკოლით განსაზღვრული აღჭურვილობის არ ქონის გამო. ვაქცინა გაიტანეს ასევე კლინიკა “იმედიდანაც”.