ახალციხეში ქალმა დამწვრობა მიიღო, გადაყვანილია თბილისში

April 1, 2021

ახალციხეში, ქალაქ ვალეში ერთ-ერთ ოჯახში, წინასწარი ინფორმაციით, გაზის აალების გამო ერთი პირი დაშავდა, რომელიც თბილისში დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

კლინიკის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტს სხეულის 20% აქვს დამწვარი და მისი მდგომარეობა მძიმე თუმცა სტაბილურია.

“დღეს შემოიყვანეს პაციენტი, სხეულის 20 % აქვს დამწვარი. აღენიშნება თავის და ხელების დამწვრობები. ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურები და ახლა მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია,” – გვითხრა ქაშიბაძემ.

მომხდარს გვიდასტურებენ დაშავებულის ოჯახის წევრებიც.

“რა გახდა აფთქების მიზეზი არ ვიცით, ველოდებით დასკვნას.”

შსს-ს ინფორმაციით მოხდა ცეცხლის აალება. რის გამოც გამოძიება სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.