ახალქალაქის ცენტრში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1 პირს პატიმრობა შეუფარდეს

May 4, 2021

გასული წლის 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, როდესაც 1 პირი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს და რამდენიმე შენობა გადაწვეს, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას ასევე  5 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა. ინფორმაციას Jnews ავრცელებს.

ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძეს თქმით. პირი მალევე თავისი ნებით ჩაბარდა გამოძიებას და აქამდე მიმდინარეობდა სასამართლო სხდომები. ახლახანს კი შეუფარდეს პატიმრობა.

რა ეტაპზეა მკვლელობის დღეს მომხდარი სხვა მოქმედებების გამოძიება, რომლის დროსაც რამდენე=იმე სახლი და სასტუმრო გადაწვეს? კითხვით ჩვენ შსს-ს მივმართეთ. უწყებიდან ინფორმაციის მოწოდებას ამ დრომდე ველოდებით.

2020 წლის 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრში სროლის შედეგად, სოფელ კულიკამის მცხოვრები, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. მოტივი მხარეებს შორის მომხდარი უთანხმოებაა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამავე თემაზე: განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალქალაქში 1 პირი დააკავეს

ოთხ შენობას წაუკიდეს ცეცხლი, ეს ჩხუბის გაგრძელება იყო — ახალქალაქის მერი

ახალქალაქში ახალგაზრდების დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა