ობოლაშვილმა პარლამენტში 7 კითხვა დასვა, პრემიერმა 1-ს უპასუხა

June 28, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

საკანონმდებლო ორგანოში სამცხის დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა სამცხის პრობლემებთან დაკავშირებით, შვიდი კითხვა დასვა, პრემიერმა კი მათგან მხოლოდ ერთს უპასუხა.

რამდენად კმაყოფილია დეპუტატი ობოლაშვილი პრემიერის პასუხით? გვპასუხობს რომ კმაყოფილია და გვეუბნება, რომ დანარჩენი კითხვები შესაბამის ორგანოებში გადაგზავნეს. 

მაჟორიტარის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გაჟღერდა რომანოვების სასახლის რეაბილიტაციის, გაზიფიცირების, მიწის რეგისტრაციის, დევნილთა საცხოვრებლის, სოფლებში სხვილისი, ვალე და ქალაქ ვალესა და ბორჯომში შემოვლითი გზის პრობლემები.

მათგან პრემიერი მხოლოდ რომანოვების სასახლეს რეაბილიტაციას გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, სასახლეს რეაბილიტაცია საჭიროა და ინვესტორებიც დაინტერესებულები არიან. იმ შემთხვევაში თუ ინვესტორებისგან ვერ მიიღებენ მომსახურებას რეაბილიტაციაზე სახელმწიფო იზრუნებს. 

ფოტო: travelinborjomi.ge