წელს შეგიძლიათ მოხვიდეთ, #ახალციხელობა იქნება

June 28, 2021

30 ივნისს ახალციხეში შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია ღონისძება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი მუსიკალური და ცეკვის ანსამბლები და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლები მიიღებენ. გაიმართება სამხატვრო სკოლის, ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა.

კულტურულთან ერთად დაგეგმილია სპორტული აქტივობებიც. 

ამავე ღონისძიებაზე გამოვლინდება საპატიო ახალციხელის ტიტულის მფლობელები. 

როგორც მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ზაზა თამარაშვილი გვეუბნება წელს ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ადგილობრივი ანსამბლები. მისივე თქმით, ღონისძიებისთვის “მიზერული თანხა დაიხარჯება”. კონკრეტულად რამდენი ვერ გვისახელებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძება გასულ წელს არ ჩატარებულა.

დეტალურად ნახეთ – ( დააჭირეთ აქ )