144 კოვიდინფიცირებული – ტყიბულში შახტების მუშაობა შეჩერდა

November 17, 2020

ტყიბულის შახტებში მუშაობა 2 კვირით შეჩერდა, კორონავირუსი 144 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქნახშირი“ ავრცელებს.  მათი თქმით, 13 ნოემბერს PCR ტესტირება ჩაუტარდა კომპანიის 1170-ივე თანამშრომელს, ამ დროისთვის ცნობილია 1114-ის პასუხი და მათგან კოვიდდადებითია 144. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადასულია თვითიზოლაციაში.

„შეიქმნება სპეციალური ქოლცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს“ – ნათქვამია განცხადებაში. “საქნახშირის” ცნობითვე, თანამშრომლებს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდება ორკვირიანი კარანტინის შემდეგ.