18-დან 17 ახალციხეში – როგორია კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში

June 11, 2021

18 კოვიდინფიცირებული მათ შორის 17 ახალციხეში და 1 ასპინძაში. ეს არის კორონავირუსის შემთხვევების გასული 24 საათის ოფიციალური მაჩვენებელი. რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. ინფრომაციას სამხარეო ადმნისტრაციაში გვიდასტურებენ. 

ამავე წყაროს ცნობით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.  ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის 107 აქტიური შემთხვევაა,  გამოჯანმრთელებულია 5 180 პირი და გარდაცვლილია – 55.