200 ლარიანი პროდუქტის კალათები სამცხე-ჯავახეთის შშმ და ობოლ პირებს

January 15, 2021

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების 200 ლარიანი კალათები გადაეცათ – ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყებაში TOK TV-ს განუცხადეს, რომ კალათებში იყო როგორც არამალფუჭებადი პროდუქტი ასევე პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები. კალათის გადაცემა მოსახლეობისთვის  UNICEF-ის ფინანსური დახმარებით მოხერხდა. 

პროდუქტების კალათები, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პირებს გადასცეს.

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889