როგორ იმუშავებს ახალციხესა და ახალქალაქში სასწრაფო დახმარება? – ოფიციალური ინფორმაციით თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

October 20, 2020

ახალციხეში და ახალქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ დაგვიდასტურა. მან გვითხრა, რომ ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა კონკრეტული რაოდენობა არ არ იცის და ჯანდაცვის უწყებებში გადაგვამისამართა.

კითხვაზე შეწყვიტა თუ არა ფუნქციონირება ახალქალაქის და ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებმა და გამოვლინდა თუ არა ახალციხეში კოვიდინფიცირების 13 შემთხვევა? გვაპსუხობს:

“ახალციხეში სასწრაფო ფუნქციონირებს , ახალქალაქშიც გვაქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფიცირების შემთხვევები. რაც შეეხება ახალციხის კლინიკა “იმედს” ეპიდემილოგები მუშაობენ და ჯერ არ გამოუთქვამთ ის ვარაუდი, რომ დაიხუროს კლინიკა. დეტალებს რაც შეეხება ინფორმაციისთვის მიმართეთ ჯანდაცვის უწყებებს” – გვითხრა მიქელაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 6 ახალციხიდან, 2 პირი ასპინძიდან და 1 საკარანტინო სივრციდან არიან. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 131 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავურისის 131 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 39 გამოჯანმრთელებული და 1 გარდაცვლილია. თვითიზოლაციაში 657 და კარანტინის რეჟიმში – 602 პირია მოთავსებული.