27 წლის გარდაცვლილი ქალის საქმეზე, შსს-მ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო

August 12, 2022

ახალქალაქში, კლინიკა ევექსში გარდაცვლილი 27 წლის ქალის საქმეზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილის საქმეს  ასევე სწავლობს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალმა ახალციხის კლინიკა «ევექსში» იმშობიარა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი ახალქალქის კლინიკა «ევექსში» 6 აგვისტოს მიიყვანეს,  ის 7 აგვისტოს გარდაიცვალა.