300 დოზა “სინოფარმის” ვაქცინა ახალქალაქში და 0 მსურველი

April 30, 2021

ახალქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, “სინოფარმის” 300 დოზა შეიტანეს, თუმცა ვაქცინაციის მსურველთა პლატფორმაზე რეგისტრირებული კვლავ არცერთი პირია. ინფორმაციას გვიდასტურებს კლინიკის დირექტორი, ალექსანდრ თოროიანი. მისი თქმით, ელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, რათა ვაქცინაცია დაიწყოს.

კლინიკაში ასევე აქვთ “ასტრაზენეკას” ვაქცინა, თუმცა მხოლოდ ერთი ამპულა. აღნიშნული ვაქცინის გაკეთების მსურველი თითქმის ერთი თვეა არავინაა, რა მიზეზითაც ჯავახეთიდან “ასტრაზენეკას” ვაქცინის 290 დოზა გაიტანეს. 

ამ ეტაპზე სინოფარმის ვაქცინა არ მიუღიათ რეგიონის სხვა კლინიკებში.

რეგიონის მასშტაბით ვაქცინაციის მსურველი 120 პირია რეგისტრირებული, რომელთაგან 14 — «ასტრაზენეკაზე», 106 კი «სინოფარმზე».