300-მდე კოვიდ ტესტიდან 95 დადებითია, სამცხე-ჯავახეთი- სამხარეო ადმინისტრაცია

November 12, 2020

ავტორი: ინგა ირიციანი – 555020355

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალური მომაცემებით, კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის 300-მდე აღებული ტესტის ნიმუში. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.

ინფიცირებულების ოფიციალური სტატისტიკა რეგიონში შემდეგნაირად ნაწილდება: 15 ადიგენი, 11 ასპინძა, 46 ახალციხე, 2 ახალქალაქი, 13 ბორჯომი 8 ნინოწმინდა.

,,გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, მათი რაოდენობაა 182-მდეა. მიმდინარეობს მოკვლევა, დანარჩენი კონტაქტების. მუნიციპალიტეტში 36 სკოლაა გადასული დისტანციურ სწავლებაზე” – გვითხრა სამცხე – ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა გიორგი მიქელაძემ.

სულ, ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში ინფიცირებულია 1032 პირი, რომელთაგან 97 გამოჯანმრთელებული და 8 – გარდაცვლილია.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1246 პირი: ადიგენის მუნიციპალიტეტში 187 პირი; ასპინძაში 168 პირი; ახალციხეში 518 პირი; ახალქალაქში 113 პირი; ბორჯომში 195 პირი; ნინოწმინდაში 65 პირი.

კარანტინში იმყოფება 291 პირი,აქედან : ახალციხეში 60, ბაკურიანში 231. კვლევაში რჩება 287 ნიმუში.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 2 კოვიდ სასტუმროა და 1 ცხელების ცენტრი.