32 კილომეტრიანი, 230 000 ლარიანი ღირებულების ტურისტული მარშუტი ბორჯომ-ხარაგაულის პარკში

June 9, 2021

ფოტო: UNDP

ახალი, 32 კილომეტრიანი ტურისტული მარშუტი ბორჯომ-ხარაგაულის პარკში. 32 კილომეტრის სიგრძის პანორამული ბილიკი სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოსა და სოფელ ნეძვს აკავშირებს, – ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ტურისტული ბილიკი აღჭურვილია ეკოტურიზმისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საერთაშორისო მარკერებით, თანამედროვე კემპინგითა და ტურისტებისთვის განკუთვნილი კოტეჯით.

„პანდემიის დროს შემოღებულმა გადაადგილების შეზღუდვებმა და ტურიზმის შეფერხებამ გარკვეული გარემოსდაცვითი სარგებელი მოგვიტანა. შემცირდა ეკოსისტემებზე, მაგალითად მდინარეებსა და ტყეზე, არსებული წნეხი. ტურიზმის დაბრუნებასთან ერთად, დროა ვიზრუნოთ მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებაზე, რომელიც სიკეთეს მოუტანს როგორც ეკონომიკასა და ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე გარემოს“, – განცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

,,2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დაცულ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტულ ბილიკებს ჩაუტარდა. სამინისტრო მიმდინარე წელსაც მუშაობს ბილიკების რეაბილიტაციასა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებები. მომავალი სამი წლის განმავლობაში კი, დაცულ ტერიტორიებზე, 1 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტული ბილიკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნული სამუშაოები 2020 წელს მიმდინარეობდა და ამისთვის, 230 ათასი ლარი დაიხარჯა. თანხა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდმა და კავკასიის ბუნების ფონდმა გამოყო.